19:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:26:49, 1337 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე - „ბიზნეს სახლი" იქმნება

ხვალ თბილისში „ბიზნეს სახლის" პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ცერემონიას დაესწრებიან პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურიკორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

„ბიზნეს სახლი"  წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული სივრცის განვითარებას, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში -  როგორც ერთ შენობაში, ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე,  ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე  60-ზე მეტი საჯარო სტრუქტურის მიერ მიეწოდებათ.

სახელმწიფო სერვისების ერთიან სივრცეში მიწოდება მთავრობის უმნიშვნელოვანესი რეფორმების ნაწილია და გულისხმობს მთლიანად სახელმწიფო სისტემის გარდაქმნას.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics