|
2016-09-01 18:07:48, 1514 ნახვა
კომენტარი
ტყემალაძე დემურ სტურუაზე: წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ქმედება წახალისებული იყო, დღეს დაგმობილია
პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, დღევანდელი და 2012 წლამდე არსებული ვითარების შედარება არ შეიძლება. როგორც ტყემალაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში დემურ სტურუას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ფაქტები წახალისებული იყო, დღეს კი, დაგმობილია. „დემურ სტურუას შემთხვევაში საშინელი ფაქტი მოხდა. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ფაქტები იყო წახალისებული, დღეს უკვე დაგმობილია. სტურუას თვითმკლებიდან ძალიან მალე საქმე გამოძებულ იქნა და დამნაშავე პასუხისგებაში მიეცა. იქ, როგორც ჩანს, ეს სისტემა მოქმედებდა და ყველა უნდა დაისაჯოს. მართალია, ის მიიმალა, მაგრამ აუცილებლად დაისჯება. თუმცა, სამწუხარო ინციდენტი მოხდა, მაგრამ ამ ფაქტზე მწვავე რეაქციაა. თუმცა, მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, რომ კრიმინალი არ ხდებოდეს. სამართლიანობის აღდგენა ისაა, რომ დღეს კი რაღაც ხდება, მაგრამ 2012 წლამდე არსებულ სიტუაციასთან შედარებაც არაა. 35 000-მდე პატიმარი გყვავდა და დღეს 7 000-მდე შემცირდა ეს რიცხვი. დემოკრატიული თვალსაზრისით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა“, - აცხადებს ტყემალაძე. ცნობისთვის, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)