|
2016-09-01 14:56:00, 1128 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ნორმატიული ბაზა სამხედროების წვრთნის კუთხით მოსაწესრიგებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნა გაგრძელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ჯარისკაცების ძებნა თურქულმა მხარემ შეაჩერა, რადგან მათ შესაძლებლობები ამოწურეს. „ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა. მაქსიმალურად გავწიოთ ძალისხმევა, რათა ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ამ ტრაგედიით სპეკულირება არ არის სწორი. დარწმუნებული ვარ, რომ სამხედროებისთვის, რომლებიც იმ მომენტში ერთად იყვნენ, ეს არის კიდე უფრო დიდი ცხოვრების ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ, ისინი ცდილობდნენ შველას და ყურის აპკები დახეთქილი ჰქონდათ და სისხლში ამოსვრილები ამოვიდნენ. ეს არის ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, ეს ასეა. ვართ განვითარების იმ საფეხურზე, სადაც ბევრი რამე არის ქვეყანაში მოსაწესრიგებელი, მათ შორის ნორმატიული ბაზა სამხედროების წვრთნის კუთხით. მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სამხედროების მოსაძენად ყველაფერი გაკეთდება. „კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ შესაძლებლობებზე. რაც ხელთ გვაქვს ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)