04:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-28 11:25:05, 1410 ნახვა

სამართალი
შსს-ს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი ქრისტიან მალანგა ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის მიზანი საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროცესების გაცნობა იყო.

"დელეგაციის წევრების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში პოლიციისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განხორცილებული რეფორმები წარმოადგენდა. ამ მიზნით, დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს - „112“ ეწვია.

კონგოელი სტუმრები შსს-ს აკადემიის სასწავლო პროცესს, ასევე, მომსახურების სააგენტოსა და მეხანძრე-მაშველების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სპეციალურად მათთვის რამდენიმე პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების საქმიანობას ასახავდა",-აცხადებენ შსს-ში.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა ვიზიტი საქართველოში ბრიტანული ორგანიზაცია  „Enterprise and Parliament Dialogue International“-ის ინიციატივით და საქართველოს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics