|
2016-08-26 20:30:08, 2088 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში 8 წლის გოგონამ მიწისძვრის დროს დის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა
იტალიის ქალაქ პესკარა-დელ-ტრონტოში 8 წლის გოგონამ მიწისძვრის დროს საკუთარი დის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი შენობის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, - ამის შესაებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, მიწისძვრის დროს, როდესაც მათი სახლი ინგრეოდა, ჯულია რენალდო საკუთარ ოთხი წლის დას, სახელად ჯორჯიას სხეულით გადაეფარა და მისი სიცოცხლე საფრთხისგან იხსნა. თავად, ჯულია ნანგრევებში მოჰყვა და გარდაიცვალა. "ჯულია გარდაიცვალა, რადგან საკუთარი დის სიცოცხლე გადაარჩინა. ის დას სხეულით გადაეფარა და სიკვდილისგან იხსნა. სწორედ ისაა ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ჯორჯია დღეს ცოცხალია ", - განაცხადა გოგონების ბებიამ, ანგელა კაფინიმ. მისი თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის უმნიშვნელო ნაკაწრებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მანამდე, მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ერთ-ერთ შენობაში სამძებრო ღონისძიებების შედეგად 10 წლის გოგონა სიკვდილისგან იხსნეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე 17 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც BBC წერს, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 267-მდე გაიზარდა. მათი უმრავლესობა - დაახლოებით 200 ადამიანი ქალაქ ამატრიჩეში დაიღუპა. დაზალებულთა დასახმარებლად იტალიის მთავრობამ 50 მილიონი ევრო გამოყო. რენციმ პირობა დადო, რომ დამატებითი თანხები მალე გამოიყოფა. შეგახსენებთ, 24 აგვისტოს, ცენტრალურ იტალიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნული მიწისძვრის შემდეგ კი იგივე რეგიონი 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შეაქანა. მიწისძვრებს შედეგად მოჰყვა ნგრევა. ქალაქი ამატრიჩეს ნახევარი აღარ არსებობს. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია მთელი რიგი ქალაქები და სოფლები. ყველაზე მეტად დაზიანებულია შემდეგი ქალაქები: აკუმოლი, ამატრიჩე, პოსტა და არკატა-დელ-ტრონტო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)