|
2015-03-10 10:46:57, 548 ნახვა
საზოგადოება
აჭარის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფასო სამედიცინო შემოწმება დაიწყო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის "ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”, განხორციელებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში ,,საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის კონსულტაციები. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრამა და სხვა. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია. აჭარი სავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას. ცნობისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის ღონისძძიება – ,,მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში (ჯანსაღი სკოლა), უკვე მესამე წელია ხორციელდება. გასულ წელს ღონოსძიების ფარგლებში გამოკვლეული იქნა 43 206 ბენეფიციარი, მათ შორის 9744 ბაღის აღსაზრდელი. 2014 წლის განმავლობაში სკრინინგი გაიარა ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა 90%–ზე მეტმა, გამოკვლეულ ბავშვთა 31%–ში გამოვლინდა სხვადასხვა სახის პათოლოგიები, რომელთა 53% სიცოცხლეში პირველად იქნა დიაგნოსტირებული.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)