|
2016-08-25 14:36:11, 2142 ნახვა
სპორტი
ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალების“ იდეას ვუერთდები - დროა, ნარმანიამ ქუდი დაიხუროს და წავიდეს
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- თბილისის“ ინიციატივას მერის უნდობლობის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს. „„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ შევუერთდები. გუშინ ნარმანიას საქციელი ბოლო წვეთი იყო. თბილისის მერის ორწლიანი სრულიად უსუსური და უხერხემლო მმართველობის დროს ნარმანიას კიდევ ვიტანდით, მაგრამ როდესაც საკუთარ კაბინეტში ახალგაზრდა ბიჭს შეურაცხყოფას აყენებს, ეს ჩემთვის ბოლო წვეთი იყო. ეს კაცი არაფრად არ ვარგა, არაფერზე პასუხს არ აგებს და ამ დროს სტუდენტებსაც შეურაცხყოფას აყენებს. დროა დაიხუროს ქუდი და თანამდებობიდან წავიდეს“, - განაცხადა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რომ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)