15:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 18:23:02, 1232 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, განვითარების გეგმები და რეფორმები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალი ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები გიასტა ლიუგმანი, ფრანსუა ახში, ნია შარაშიძე და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მერსედეს ვერა მარტინს მიულოცა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის შესახებ და განიხილეს ის საკითხები, რომლებზეც ქართული მხარე  სავალუტო ფონდთან ერთად იმუშავებს. ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ახალ პროგრამაზე, სადაც აქცენტი იქნება, ერთდროულად, დაბალ საბიუჯეტო დეფიციტსა და ინფრასტრუქტურის დაჩქარებაზე.

„განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის, ფისკალური სექტორის მდგომარეობა, განვითარების გეგმები, ეკონომიკური რეფორმების პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს სტაბილური ეკონომიკური გარემო და საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ამ გარემოს კიდევ უფრო განვითარებისთვის“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics