04:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 16:28:30, 671 ნახვა

საზოგადოება
გორში წელს 305 საგზაო ნიშანი დამონტაჟდება

სადგურისა და კომბინატის დასახლებაში, სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, 26 მაისის სანაპიროზე, სუხიშვილის, ფარნავაზის, თბილისის, ნინოშვილის, სამეფოს, გურამიშვილის, ამილახვრის, ვაჩნაძის, გოგებაშვილის, შარტავას, ეკ. ჯუღაშვილის, კახნიაშვილის, ჭანტურიას, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის ქუჩებსა და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს „გზაჯვარედინი“ 305 საგზაო ნიშნის სამონტაჟო სამუშაოებს სამიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე დაასრულებს.  

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების ღირებულება შეადგენს 44 997 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. 
„ქალაქში საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოების სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 83 000 ლარი. პროექტი ითვალისწინებს როგორც ახალი ნიშნების მონტაჟს, ასევე არსებული დაზიანებული ნიშნების ახლით ჩანაცვლებას. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილი მომავალ წელს განხორციელდება ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან და გზებზე სატრანსპორტო საშუალებების სვლაგეზების ცვლილებებთან ერთად.“ - აღნიშნავენ გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში. 

პროექტი საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ მომზადდა   გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც დაამტკიცა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (2016 წლის 6 მაისის №94 განკარგულება; 2016 წლის 3 ივნისის №108 განკარგულება; 2016 წლის 1 ივლისის №131 განკარგულება).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics