04:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 13:39:06, 752 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგება

საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგება, - ამის შესახებ ”ექსპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, საქართველოში გზის ახალი მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები დაიწყო. გზის საფუძვლის ინოვაციური მეთოდით მოწყობის სამუშაოები პირველად ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მიმდინარეობს.

ექსპრიმენტულ მეთოდით გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერეს. 

”ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარი ჯდება, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით. აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში. მეთოდი უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც. გარდა იმისა, რომ ინოვაციური მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, გზის ექსპერიმენტული მეთოდით მოწყობის სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აგეტე“, უსასყიდლოდ ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩატარდება სპეციალური ექსპერტიზა და სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი დანერგვა აქტიურად დაიწყება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics