04:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 20:35:45, 808 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში წიწვოვანი ხეების განზრახ დაზიანების ფაქტი გამოვლინდა

ვარკეთილში, მაისურაძის ქ. №1-ში, ე.წ  „დამპალოს“ სასაფლაოს მომიჯნავე  ტერიტორიაზე  წიწვოვანი ხე-მცენარეების განზრახ დაზიანების ფაქტი გამოვლინდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეტყობინება დღეს საღამოს შევიდა. მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმაპირებმა წიწვოვანი ნარგავები გახმობის მიზნით სპეციალურად დააზიანეს. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო  სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 14 წიწვოვან ხე-მცენარეს  100-150 კვადრატულ სანტიმეტრ ფართობზე შემოცლილი აქვს ქერქი.

ამ დროისათვის, სპეციალისტების მიერ საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს. დედაქალაქის  მერიამ ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა. გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობას  მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური დაადგენს. 

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზიანის თანხა შეადგენს ან გადააჭარბებს 1000 ლარს, დადგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics