22:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 15:39:10, 744 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური სოფელ ქვემო თელეთის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ წიკლაური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

კანდიდატი ქვემო თელეთის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად აქ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ადგილობრივების ძირითად და წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემას აქაც სასმელი და სარწყავი წყალი, მოუწესრიგებელი შიდა გზები, ასევე, ნაგვის ბუნკერების არ არსებობა წარმოადგენს.

წიკლაური იმყოფებოდა კოდაშიც, სადაც  ადგილობრივების თქმით, 2012 წლის შემდეგ ყველა დაწყებული პროექტი გაჩერდა, უკვე განხორციელებული კი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გაკეთდა, მიტოვებულია. მაგალითისთვის მოსახლეობას ვასილ ბარნოვის სახელობის სკვერი და ფეხბურთის მოედანი მოჰყავს, რომელიც დაზიანებულია, გარე განათების ბოძები კი არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics