01:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 10:31:05, 707 ნახვა

საზოგადოება
ოლიმპიური გუნდის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა

დღეს, გამთენიისას, რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთი ჯგუფი - ძიუდოისტები, მშვილდოსნები, მოცურავეები, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიელებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე დახვდა.

თბილისში დაბრუნებული გუნდის ნაწილიდან რიოში მედლის მოპოვება შეძლეს ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი შავდათუაშვილი კი, რიოში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.სულ ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 5 მედალი აქვს - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონი მძიმეწონაში ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ბრინჯნაოს მედალი ამავე წონაში ირაკლი თურმანიძემ მოიგო, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა.

ოლიმპიელების მეორე ჯგუფი, სრული შემადგენლობით თბილისში 25 აგვისტოს, გამთენიისას, 03:30 საათზე დაბრუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics