01:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 14:40:57, 847 ნახვა

საზოგადოება
თბილისში პსპ-ს ახალი ბრიტანული მოდელის კიდევ ერთი აფთიაქი გაიხსნა

თბილისში, ყაზბეგის გამზირის 24ა-ში, პსპ ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა. პსპ-ს ახალი ობიექტი  სამი ნაწილისგან შედგება და  აფთიაქის, სილამაზისა და  ოჯახზე ზრუნვის  კუთხეებს მოიცავს. ობიექტში ცალკეა გამოყოფილი  აფთიაქის ზონა, ცალკეა  ყველაფერი ბავშვებისა და  ოჯახზე ზრუნვისათვის და დიდი  ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული  და ევროპული   ცნობილი ბრენდების  პროდუქტების   დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. 

ფორმატის განახლებაზე ქართველებთან ერთად, ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის  სპეციალისტები მუშაობდნენ. აფთიაქის კონცეფცია ქართველ მომხმარებელზე გაითვალა. 

"PSP 22 წელია, რაც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. ჩვენ  ვართ ინოვაციური კომპანია, რისი დასტურიც არის დღევანდელი ახალი აფთიაქის, ახალი კონცეფციით გახსნა. ეს უფრო მეტია, ვიდრე აფთიაქი. მოხარული ვართ, რომ ამგვარი აფთიაქები მოხმარებლების დიდი მოწონებას იმსახურებენ", - აცხადებენ პსპ-ში. 

PSP სამივე ზონაში მომხმარებელს  ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. მედიკამენტზე ფასდაკლების დღეები  კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი  და პარასკევი იქნება. „ჩემი ოჯახის ბარათის“ მფლობელები კი დამატებით 5%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ.  ასევე  საუკეთესო ფასები იქნება ფრანგული და სხვა  ევროპული კოსმეტიკის  პროდუქტებსა და  ბავშვთა  მოვლის  საშუალებებზე. 

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics