|
2016-08-16 17:06:52, 2295 ნახვა
სპორტი
ზაზა ხუციშვილი: გუშინ ვთქვი, რომ მონადირე ვარ და ისე ააგორეს თითქოს საქართველოში სასროლეთის გახსნა მინდა
„ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ხუციშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კარგი მონადირე ბუნების კარგი დამცველია და მისი გუშინდელი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით იქნა გადმოცემული. „სადაც პრინციპულობის გამოჩენა იქნება საჭირო, ნებისმიერ საკითხში ძალიან პრინციპული ვიქნები, მათ შორის გარემოს დაცვის სფეროშიც. თუმცა, პარლამენტი მაინც საკანონმდებლო საქმიანობას ითხოვს. გუშინ მე ვთქვი, რომ მონადირე ვარ და ამიგორეს, თითქოს საქართველოში სასროლეთის გახსნას ვაპირებ. მე მონადირე ვარ და გული მტკივა თუ როგორც ექცევიან დღეს ჩვენს ქვეყანაში ბუნებას. ჩვენი ფაუნა ქვეყნისთვის დიდი რესურსია და ამას დაცვა და გამრავლება ჭირდება, ხოლო ამ რესურსის ნაწილის მოპოვება კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ნადირობაა აკრძალული. საერთოდ, ან არ უსმენენ ადამიანს ან მხოლოდ იმ ნაწილს აქცევენ ყურადღებას, რომელიც აწყობთ. კარგი მონადირე ბუნების კარგი დამცველია და ამ მიმართულებითაც ყველაფერს გავაკეთებ“, - განაცხადა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, რომ ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მას არაერთ სფეროში აქვს გამოცდილება, მათ შორის ნადირობაში და გამარჯვების შემთხვევაში, ის ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)