18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 13:49:38, 755 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: პირველ რიგში „ნაციონალების“ პარტიის საქმიანობა უნდა აეკრძალათ - „ცენტრისტებს“ ჯერ არაფერი დაუშავებიათ

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური პარტია „ცენტრისტების“ ვიდეორგოლსა და უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის ინიციატივას ეხმაურება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მეჭიაურმა განუცხადა, ის არ შეურთდება ვოლსკის მოწოდებას „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ და ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება თუ ის კანონს არ არღვევს.

„ყველა პარტიას, რომელიც კანონმდებლობას არ არღვევს, არსებობის უფლება აქვს. არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ საქართველო ნატო-ში უნდა შევიდეს და ჩემთვის ეს არ არის მისაღები. ასე რომ საკითხზე ცალმხრივი მიდგომა არ უნდა იყოს. ყველა პარტიას, კანონმდებლობის ფარგლებში, საკუთარი საქმიანობის განხორციელების უფლება უნდა ჰქონდეს. მე, მაგალითად, უფრო ეროვნული საკითების მომხრე პარტიის წევრი ვარ. მე საქართველოში არც რუსეთის და არც ამერიკის ბაზების მომხრე არ ვარ. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ღირსება. საქართველომ უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. თუმცა, ამის სანაცვლოდ რაღაცებიც უნდა დავთმოთ. მე „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნას არ შევუერთდები. პირველი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ასაკრძალი და მაგის გამო არ დაწყებულა დეპუტატების 1/5-ის შეგროვება და „ცენტრისტებს“ ჯერ არაფერი გაუფუჭებიათ“, - აცხადებს მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics