|
2016-08-11 16:52:41, 804 ნახვა
სამხედრო
იზორია: ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან ეს მომავლის იმედის ისტორიაა
2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გაიხსენეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ პატივი მიაგეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. უწყების ინფორმაციით, შინდისში იმყოფებოდნენ ასევე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახის წევრები. მემორიალის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიაში შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდიც გაიმართა. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ასეთი შვილები, ქმრები და ძმები გაგვიზარდეს,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მომავლის იმედის ისტორია უწოდა და აღნიშნა: „ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს თითოეული ჩვენთაგანისთვის - საამაყო. აქ 17 ქართველი ვაჟკაცი გმირულად დაიღუპა და მათი ვაჟკაცობით მტერიც კი გააოცეს. ქედს ვიხრი მათ წინაშე, მათი დედების, მშობლების წინაშე! ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან ეს მომავლის იმედის ისტორიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი, რომლებმაც ასეთი ვაჟკაცები გაზარდა, იქნება უკვდავი და ყველა მტერს დაამარცხებს“. მოგვიანებით ლევან იზორია შინდისის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების მშობლებსა და ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. გმირების მშობლებმა მინისტრს პრობლემები გაუზიარეს და მათი მოგვარების პირობაც მიიღეს. შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. (NS)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)