19:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 12:21:55, 1114 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა მოსამართლეებს მოუწოდა, პოლიტიკოსებთან საჯარო დისკუსიებისგან თავი შეიკავონ.

„მინდა,  გამოვეხმაურო იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მედიაში,  რომელშიც ჩართული  არიან მოსამართლეები და პოლიტიკოსები, პროცესს, რომელიც სამწუხაროდ აზიანებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ინსტიტუტს. მინდა,  მოვუწოდო მოსამართლეებს, რომ შეეცადონ, თავი შეიკავონ საჯარო დუსკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან პოლიტიკოსებსაც მიმართა და სთხოვა, „სხვა თემებზე გადართვა მოახერხონ“.

„მინდა,  ვთხოვო პოლიტიკოსებს,  იქნებ მოხდეს სხვა თემებზე გადართვა. იმედი მაქვს მოსამართლეები და პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ პილიტიკური დაპირისპირების მიუხედავად,  არსებობს რაღაცები,  რასაც უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics