01:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 10:30:45, 1290 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, ორსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები განთავსდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში 25 თანამშრომელი იმუშავებს.

„ბათუმის, ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) ახალი შენობების შემდეგ, დღეს უკვე დაცვის პოლიციის მეექვსე ახალი შენობა გორში გავხსენით, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლების სამუშაო პირობები და შესაბამისად, გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხი“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics