23:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 17:21:01, 832 ნახვა

საზოგადოება
ფაგების გამოყენება თევზის დაავადების ბაქტერიებს გაანადგურებს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევისა და ბიოაგროწარმოების  სამსახურის წარმომადგენლები ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში აკვაკულტურის განვითარებასა და ბიოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის თევზის წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  განხილვის მთავარ საკითხს მტკნარი წყლის თევზის კულტურებში ფაგების გამოყენება წარმოადგენდა.

ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიკრობული ეკოლოგიის ლაბორატორიის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო ჯანელიძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტი „ფაგების გამოყენებაზე დაფუძნებული ეკოლოგიურად უსაფრთხო სტრატეგია მტკნარი წყლის თევზის კულტივირებად სახეობებში ბაქტერიული ინფექციების კონტროლისათვის“ გაცნო. პროექტი  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და  უკრაინაში მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მიერაა დაფინანსებული.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველების, ვეტერენირიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტმა, ელდარ კაშიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოში კალმახის მასიური სიკვდილიანობა დაფიქსირდა და ფერმერებმა 60-80% თევზი დაკარგეს. აღნიშნული პროექტი კი, სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ფაგების გამოყენებით გაანადგურონ დაავადების ბაქტერიები, რომელიც თევზის სიკვდილიანობის მიზეზი ხდება.

უახლოეს მომავალში სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევით ცენტრსა და სსიპ სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც მხარეებს საშუალებას მისცემს აღნიშნული პროექტი წარმატებით და ეფექტურად განხორციელდეს. 

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics