19:56 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 12:52:37, 708 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო ქალების მიმართ ძალადობას გმობს

საპატრიარქო ქალების მიმართ ძალადობას გმობს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ.

"ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურია დისკუსია ქალის როლსა და მნიშვნელობაზე, დღეს მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს ქალისა და მამაკაცის უფლებებეზე მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ 2000 წლის წინ, ქრისტიანულმა საწავლებამ ეს დამოკიდებულება გამორჩეულად ამაღლებულად წარმოაჩინა.
ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით უპირველეს წმინდანად აღიარებული.
ქრისტიანული ოჯახიც განსაკუთრებულია. იგი მცირე ეკლესიად არის გამოცხადებული და მეუღლეებს შორის ურთიერთობა ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის სიმბოლოდაა წარმოჩენელი. ამდენად, ამ წიაღში რაიმე ძალადობა თავიდანვეა გამორიცხული.
პავლე მოციქული ბრძანებს: "ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს. ცოლი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი და ქმარი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი (I.კორ.7 3-4)" მართალია, ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, მაგრამ იერარქიაც განაჩინა; ოღონდ იერარქიული ურთიერთობა სიყვარულის აუცილებელი პირობით განამწესა: ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა. "მამაკაცებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის (ეფ. 5,25)" ამდენად, ბუნებრივია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics