19:56 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 16:40:29, 799 ნახვა

საზოგადოება
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფართომასშტაბიანი შემოწმება დაიწო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა ინტერესებისა და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისაგან დასაცავად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფართო მასშტაბიანი შემოწმება დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გამოკვლეულია სხვადასხვა წარმოების ჩამოსასხმელი ღვინის 20 ნიმუში, 14 ნიმუშის კვლევის შედეგები კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, რესტორნებში, მარკეტებსა და საცალო ვაჭრობის ობიექტებში აღებული ნიმუშები შემოწმდა აკრედიტებულ ლაბორატორიაში (შპს „ღვინის ლაბორატორია“). ლაბორატორიული კვლევის შედეგად 6 ნიმუშში გამოვლინდა სხვადასხვა მაჩვენებლის დარღვევა, კერძოდ, უშაქრო ექსტრაქტის, ვაშლის, ღვინისა და რძემჟავების ნაკლებობა; აქროლადი მჟავების სიჭარბე; მალვიდინის დიგლუკოზიდის მომატებული რაოდენობა. აღნიშნული დარღვევები ითვალისწინებს ღვინის რეალიზაციის აკრძალვას და  პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვას, რაზეც ზედამხედველობას განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მარტში დაგეგმილია ჩამოსასხმელი ღვინის 60-მდე ნიმუშის აღება. პარალელურად, ჩატარდება ინსპექტირებები ღვინის საწარმოებში, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები შეისწავლიან საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და მის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მაქსიმალურად შეამცირებს ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელების რისკს, გაზრდის პროდუქციის ხარისხს და მომხმარებელს დაიცავს საეჭვო წარმომავლობის მავნებელი სასმელისაგან, ექსპორტისშემთხვევაში კი,ქართულ ღვინოს ღირსეულად წარმოაჩენს მსოფლიო ბაზარზე“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics