10:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 18:22:21, 624 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: ახალ მინისტრებს უკეთესი შედეგების ჩვენებას ვუსურვებდი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ახალი მინისტრების დანიშვნას ეხამურება და აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალ წევრებს მიესალმება.

„მივესალმები მინისტრთა კაბინეტში ახალ მინისტრებს. იმედს გამოვთქვამ, რომ დიახ, ისინი იყვნენ გამგრძელებლები იმ წარმატებული გზისა, რომლებსაც წინა მინისტრებმა მიაღწიეს და ვუსურვებდი უკეთესი შედეგების ჩვენებას“, - აცხადებს აგულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება.

ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ქეთევან ციხელაშვილ ამ დრომდე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ლევან იზორია კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

ცნობისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას აქამდე თინა ხიდაშელი იკავებდა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი, პაატა ზაქარეიშვილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics