09:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 17:26:16, 662 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: ციხელაშვილი არის კარგი მეოჯახე და კარგი პატრიოტი - ვფიქრობ, სწორი არჩევანი გაკეთდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის დანიშვნის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ციხელაშვილს ზურგს ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებს და ის წარმატებული მინისტრი იქნება.

„ქეთევან ციხელაშვილი არის საკითხების ღრმად მცოდნე და კომპეტენტური ადამიანი. მას გარკვეული დიპლომატიური გამოცდილებაც აქვს, ძალიან დიდხანს მუშაობდა არსამთავრობო სექტორში, ისევე როგორც საჯარო სამსახურში. ციხელაშვილი არის კარგი მეოჯახე, კარგი დედა და კარგი პატრიოტი. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა“, - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება.

ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ქეთევან ციხელაშვილ ამ დრომდე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ლევან იზორია კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.

ცნობისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას აქამდე თინა ხიდაშელი იკავებდა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი, პაატა ზაქარეიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics