21:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 09:26:50, 1171 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული არჩილ ა. თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ნაგანი“-ს სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ბრაუნინგი“-ს მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ყუმბარის 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 518 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნაწილებად დაშლილი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: 2 რევოლვერი, 4 პისტოლეტი და 6 საბრძოლო შაშხანა, რომლებზეც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics