11:45 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 12:31:12, 1938 ნახვა

მსოფლიო
ერევანში შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველი დაჭრეს

ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველი დაჭრეს, - ამის შესახებ BBC სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის უფროსზე, აშოტ აღარონიანზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გუშინ ღამით, შენობის მიმდებარედ დემონსტრაცია იმართებოდა, რა დროსაც აქტივისტების ნაწილმა განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა. ამ დროს შენობაში გამაგრებული ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიჭრა. 

როგორც BBC წერს, ინციდენტის შედეგად 4 სამართალდამცველია დაშავებული. 

შეგახსენებთ, რომ ერევანში ერებუნის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისიდან იმყოფებიან. ისინი ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics