07:41 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 14:59:37, 725 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: თავდაცვის მინისტრის კანდიდატთან დაკაშვირებით კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიმიღია

თავდაცვის მინისტრის კანდიდატთან დაკაშვირებით არანაირ კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიმიღია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის თავდაცვის მინისტრის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. 

„არ ვფლობ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით. მთავარია, რომ თავდაცვის მინისტრმა უზუნველყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის შესაბამისობა. ეს იქნება ალბათ ის, რის მიხედვითაც ალბათ თავდაცვის მინისტრი იმუშავებს პოსტზე. მე ამ ეტაპზე კანდიდატებთან დაკავშირებულ არანაირ კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიმიღია“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა არსებული პრიორიტეტის შესაბამისად საქმიანობას აგრძელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics