|
2016-07-27 13:26:48, 1147 ნახვა
კომენტარი
დავით დონდუა: ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე რეგიონებში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია საგანგაშოა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარე რეგიონებში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია საგანგაშოა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საჭიროა მეტი ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. როგორც დონდუამ აღნიშნა, სესიაზე მთავრობის მხრიდან ამ სფეროში წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. „ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა გადადგა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ვისაუბრეთ არსებულ მექანიზმებზე, კერძოდ, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ მართალია, ჟენევის მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ უგულვებელყოფილია მთავარი საკითხები, როგორიცაა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილთა დაბრუნების საკითხები, თუმცაღა ბოლო პერიოდში იყო გარკვეული პოზიტიური განვითარებები. რაუნდები უფრო დინამიკურად მიმდინარეობს, ადგილი არა აქვს ინტენსიურ ჩავარდნებს, საფრთხე არ ემუქრება ფორმატს“, - განაცხადა დონდუამ. მან პოზიტიურად შეაფასა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა, რომლის ფარგლებშიც მომავალი კვირის განმავლობაში მესამე შეხვედრა გაიმართება. „ეს ერთგვარად ხელს შეუწყობს ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმის გაუმჯობესებას, თუმცაღა ისიც აღინიშნა, რომ ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათ მიმდებარე რეგიონებში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია საგანგაშოა და მეტი ყურადღება არის საჭირო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმისათვის, რომ ელემენტარული ადამიანის უფლებები დაცული იყოს“, - აღნიშნა დავით დონდუამ. ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საკითხებზე დღეს ამბასადორიალის ფარგლებში იმსჯელეს, სადაც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ქეთევან ციხელაშვილს და სუს-ის უფროსის მოადგილეს ლევან იზორიას მოუსმინეს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ყოველწლიური ამბასადორიალი მიმდინარეობს.
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)