04:19 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 10:26:07, 741 ნახვა

სამართალი
შსს-მ ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი არჩილ ა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ბექა ა, 1991 წელს დაბადებული ლაშა ჟ. და 1975 წელს დაბადებული კობა მ. გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის თებერვალში მოქალაქე ანატოლი მ-ს გამოგონილი სახელებით გაეცნენ, რამდენჯერმე შეხვდნენ და ძალადობის მუქარით, თავიანთი ახლობლის ვითომდა ვალი - 1000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მათ ანატოლი მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics