00:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 18:23:17, 697 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: პაპუაშვილს შევთავაზე მოკლე პერიოდში პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდოს

შევთავაზე პაპუაშვილს, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც ის ფლობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის თქმით, ის პაპუაშვილს ტელეფონით გაესაუბრა და შესაძლოა უახლოეს პერიოდში შეხვდეს. 

"პაპუაშვილის განცხადების მერე, სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში, მე დავუკავშირდი ტელეფონით გიორგი პაპუაშვილს. ვესაუბრე გენერალურ პროკურორსაც. შევთავაზე პაპუაშვილს, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც ის ფლობს. მთავარ პროკურორსაც ვესაუბრე და ისინი ჩაიბარებენ ჩვენებას.

არანაირი პრობლემა არ მაქვს პაპუაშვილთან შეხვედრის. უახლოეს პერიოდში შესაძლებელია ჩვენ შევხვდეთ, მაგრამ დრო რომ არ დავკარგოთ, კარგი იქნება ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც რაიმე პრობლემა გააჩნია, მიმართოს პროკურატურას", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics