02:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 15:15:39, 660 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ხარაგაულის მცხოვრებლებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი  წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კობა ლურსმანაშვილმა კარგად იცის ადგილობრივების პრობლემები და ის საუკეთესო წარმომადგენელი იქნება პარლამენტში ხარაგაულისთვის.

"დღეს წარმოგიდგენთ "ქართული ოცნების" კანდიდატს. კობა ლურსმანაშვილი გახლავთ ადგილობრივი. მან ყველაზე კარგად იცის ადგილობრივების ტკივილი. ის იქნება კარგი ხმა, თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენთვის მთავრობისთვის თითოეული ადამიანი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ადამიანური სახის მქონე ხელისუფლება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კობა ლურსმანაშვილი იურისტი და ის პარლამენტს ყველაზე მეტად ჭირდება.

"ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ის კავლიფიკაცია, რომელიც საჭიროა პარლამენტში მუშაობისთვის. ის არის ნამდვილად იდეალური კანდიდატი იმისთის, რომ ხარაგაულეებბსი ხმა მიიტანოს საქართველოს პარლამენტში და დაიცვას აქ მცხოვრებლების ინტერესები", - აღნიშნა კვირიკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics