|
2015-03-05 12:31:49, 1218 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ სარვამარტო საჩუქრების ბუმი დაიწყო
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია “ტექნო ბუმი“ გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით, მარტში ყველა აქციას და შეთავაზებას ქალბატონებს უძღვნის და სპეციალურად მათთვის სარვამარტო საჩუქრების დიდ ბუმს იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, 5 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის: მაცივრების, სარეცხი და საშრობი მანქანების, გაზქურების, ჩასაშენებელი ღუმელის, ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და ასევე ტელევიზორების შეძენისას, თითოეულ ტექნიკაზე თითო მომგებიან ბილეთს მიიღებთ. ბარათს, რომელზეც საჩუქრის დასახელებაა მითითებული, სპეციალური დოლურადან თავად ამოიღებთ და ტექნო ბუმის მაღაზიებიდან დასაჩუქრებული წახვალთ, რადგან ყველა ბილეთი მომგებიანია. საჩუქრები კი ძალიან შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. მათ შორისაა: ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, პლანშეტური კომპიუტერები, სარეცხი მანქანები, გაზქურები, ბლენდერები, მაცივრები ჩოპერები, მტვერსასრუტები და სხვა დასახელების ტექნიკა, რაც „ტექნო ბუმის“ ქსელშია წარმოდგენილი. კომპანიის ინფორმაციით, პარალელურად გრძელდება აქცია ელექტრო საკერავ მანქანებზე, რომელიც „ტექნო ბუმის“ ქსელში დედის დღესთან დაკავშირებით დაიწყო. აქციის ფარგლებში, ტექნო ბუმი გაძლევთ საშუალებას, დედას საჩუქარი გაუკეთოთ და საკერავი მანქანა ყოველგვარი წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე, თვეში მხოლოდ 8 ლარად შეიძინოთ. გარდა ამისა, „ტექნო ბუმი“ მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს. 2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება ტექნო ბუმში, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. სარვამარტო საჩუქრების დიდი ბუმი „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში 5 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით გაიმართება.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)