23:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 10:28:08, 737 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  ლიუბლიანას მერს  ზორან იანკოვიჩს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მისასალმებელია  თანამშრომლობა დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისი - ლუბლიანასა და ქუთაისი - მარიბორს შორის.

შეხვედრისას აღინიშნა,  რომ 2015 წელს, თბილისსა და ლიუბლიანას შორის დაძმობილების ხელშეკრულების განახლებული ხელმოწერის შემდეგ,  დედაქალაქებს შორის ურთიერთობა უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც შესაბამისად, ურთიერთობების განვითარებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - სლოვენიის მეგობრობის ნიშნად ლიუბლიანაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სიმბოლურად  „მეგობრობის სკამი" გაიხსნა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ლიუბლიანას ისტორიული უბნები დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics