11:33 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 18:27:35, 811 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თბილისის საკრებულოს შენობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.

„ნიცაში მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა დადგეს იმ ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია. ათეულობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე შეეწირა ტერორისტულ აქტს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტერორიზმს, არ აქვს არც რელიგია, არც ეროვნება და რაც ყველაზე მთავარია, მას არ აქვს ადამიანური სახე. ძალიან სამწუხაროა, რომ გარდაცვლილთა შორისაა საქართველოს მოქალაქე, ამიტომ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ამ მწარე გაკვეთილიდან შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ და წინ აღვუდგეთ იმ ბოროტების განვითარებასა და გაგრძელებას, რასაც ტერორიზმი ჰქვია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics