07:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 18:22:11, 869 ნახვა

საზოგადოება
EMC-TDI: საპატრიარქოს საქართველოს მთავრობისგან 32 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა გადაეცა

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" [EMC-ის და TDI] კვლევის თანახმად, 2015 წელს, საქართველოს საპატრიარქოს საქართველოს მთავრობის მიერ გადაეცა 32 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა [14 ტრაქტორი Belarus MTZ 82.1 და SAME SOLARIS 55 ტიპის, 1 სათიბელა, 8 გუთანი, 5 კულტივატორი და 3 სიმინდის სათესი] და ასევე 2 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, SAME SOLARIS 55-ბორბლიანი ტრაქტორი.

ცნობისთვის, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics