|
2015-01-09 12:31:56, 3499 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინისთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი განიხილა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ აფხაზეთის შემდეგ, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც გეგმავს და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი პირების მკაფიო პოზიცია უმნიშვნელოვანესია. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს. პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი პროცედურების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში საქართველო რიგის სამიტზე წარმატებული მაგალითი გახდება. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმოამდგენელს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილისა და ფედერიკა მოგერინის შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის - „ევროპის განვითარების წელი“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც რიგაში დღეს გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)