20:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 10:28:06, 657 ნახვა

პოლიტიკა
მასწავლებელთა განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით,  მასწავლებლების განვითარების სქემით გათვალისწინებულმა ვიდეოგაკვეთილებმა მასწავლებლების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ის სავალდებულო აღარ იქნება და შესაბამისი ალტერნატივა გაჩნდება.

ამის შესახებ ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"მასწავლებლების განვითარების სქემები ბოლო პერიოდში ინერგება. ეს არის ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე, კრედიტებზე აგებული სქემა. ამ სქემის პირველი საპილოტო ეტაპი დასრულდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მასწავლებლები ძირითადად მხარს უჭერენ ამ სქემას. მეორე მხრივ გამოვლინდა ხარვეზები, და ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი, რომელიც ძალიან რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს მასწავლებლებმა.

მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეს ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლებლების პროფესიულ კავშირთანაც, ჩვენს სამსახურებთან, გავაჩენთ ალტერნატივას, ანუ არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი, ანუ ალტერნატივა გაჩნდება.

ამის შედეგად ჩვენ მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული იქნება, რომ პროფესიული მომზადების შემდეგ საფეხურზე გადავიდეს, გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენ მოსწავლეებს. ვფიქრობ, რომ ეს სქემა თავად წინ გადადგმული ნაბიჯია და კონკრეტულად ის ცვლილებები რაც ახლა შედის, იქნება პოზიტიური ამ სისიტემის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის", - აღნიშნა ალექსანდრე  ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics