02:44 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 12:46:52, 1331 ნახვა

მსოფლიო
დონეცკში მაღაროს აფეთქებისას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დონეცკში ზასიადენკოს სახელობის მაღაროში  აფეთქებისას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან. 

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ციმბალეკომ განაცხადა, ამ დროისთვის მაშველები მაღაროდან გაზის ამოტუმბვას ცდილობენ.

„ინციდენტის  ადგილას მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.  წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი.  ამჟამად მაშველები მაღაროდან გაზის ამოტუმბვას ცდილობენ, რათა შეძლონ აფეთქების ადგილას ჩასვლა და იქ დარჩენილი მუშების ამოყვანა“,- განაცხადა ვლადიმერ ციმბალეკომ.

მისივე ცნობით,  მიწის ქვეშ კიდევ  73 ადამანია დარჩენილი და ამ დრომდე მათი გამოყვანა ვერ ხერხდება. 

შეგახსენებთ, რომ დონეცკში ზასიადენკოს სახელობის მაღაროში  1230 მეტრის სიღმეზე აფეთქება გაზის ნარევების დაგროვების გამო მოხდა. 

აფეთქების დროს მაღაროში 207 ადამიანი იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics