16:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 19:25:32, 585 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: "ქართულ ოცნებაში" პრორუსული ძალები არ არიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ამერიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადება კარგად გამოსაკვლევია.

როგორც კობახიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულ ოცნებაში“ არავითარი პრორუსული ძალები არ არიან.

"შინაარსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან დაახლოებული NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, თუ მედიასაშუალებები აჟღერებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. არავითარი პრორუსული ძალები არ არიან „ქართულ ოცნებაში“. არის ჟურნალისტური მეთოდები, როდესაც ადამიანის ნათქვამის სხვანაირი ინტერპრეტაცია ხდება და ეს არაერთხელ მომხდარა. თუ ეს ელჩმა მართლა თქვა, დიპლომატი ასე არ უნდა საუბრობდეს. მისი ნებისმიერი ნათქვამი საკუთარი ქვეყნის ინტერესებსუნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არსებობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ  საქართველოში ამ საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics