04:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 10:09:09, 835 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტები გამოცდას დღეს ზოგად უნარებში აბარებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ.

ზოგადი უნარების გამოცდა 4-5 ივლისს, 4 სესიად იმართება. აბიტურიენტებს გამოცდის ჩასაბარებლად 3 საათი და 10 წუთი აქვთ განსაზღვრული.

1-2 ივლისს აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს. დარჩენილ საგნებში გამოცდების განრიგი კი, ასეთია:

 6-7 ივლისი პირველი და მეორე სესია ინგლისური ენა; 6 ივლისი პირველი სესია რუსული ენა; 6 ივლისი მეორე სესია ფრანგული ენა; 7 ივლისი მეორე სესია რუსული ენა; 7 ივლისი პირველი სესია გერმანული ენა; 12 ივლისი მეორე სესია სამოქალაქო განათლება; 14 ივლისი პირველი სესია მათემატიკა; 15 ივლისი პირველი და მეორე სესია გეოგრაფია; 18 ივლისი პირველი და მეორე სესია ისტორია; 19 ივლისი პირველი სესია ლიტერატურა; 20 ივლისი პირველი სესია ბიოლოგია; 21 ივლისი პირველი სესია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 21 ივლისი პირველი სესია ქიმია; 22 ივლისი პირველი სესია ფიზიკა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000-მდე სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი, პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი, 22 700-ზე მეტი პედაგოგი.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ხულო, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics