10:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 09:34:47, 724 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) წევრები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს დღეს განიხილავენ.  

ამის შესახებ კომიტეტის დღის წესრიგში აღნიშნული,  რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სხდომა 27 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „ბრექსითის“ შედეგების განხილვის მიზნით დანიშნული საგანგებო შეხვედრის გამო, დღეისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, 20 ივნისს  საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა მარია გაბრიელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტი წარადგინა. მარია გაბრიელმა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს რეკომენდაციით მიმართა, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭიროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics