10:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-03 14:00:48, 968 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა

აჭარის  მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ჩამოვიდა.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი სარფიდან იუწყება, ვარშალომიძეს სარფის გამშვებ პუნქტთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დახვდნენ.

ვარშალომიძემ მხარდამჭერებს თანადგომისთვის და ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ვარშალომიძემ აღნიშნა, მისი მიზანი გამარჯვებაა.

„დიდი მადლობა ჩემო ქედელებო, ხელვაჩაურელებო, ქობულეთელებო, ბათუმელებო. დიდი მადლობა ყველას. დღეს ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნონ კამპნიას.  ჩვენი მიზანი არის გამარჯვება.  ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს. დღეს მთავარია შევიკრიბეთ. ყველას დიდი მადლობა ერთგულებისთვის და თანადგომისთვის“,-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ცნობისთვის , ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში  მონაწილეობას მიიღებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics