09:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 14:34:34, 683 ნახვა

პოლიტიკა
კოვალიოვი: რუსეთის დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება, - ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თავმჯდომარის თქმით, რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება. 

„რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში რუსეთი არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება. გუშინ და დღესაც გაისმის სიტყვები „ოკუპირებული ტერიტორია“, მაგრამ ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ნაკარნახევი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის სურვილით. მოდით გავიხსენოთ სიტუაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. თუ არ ვცდები, გამყოფ ხაზზე მყოფი 17 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. ისინი უბრალოდ გაანადგურეს. თქვენ მშვიდობისმყოფელები გამყოფი ხაზის უზრუნველყოფისთვის მიიწვიეთ, შემდეგ კი მოკალით და მათი შვილები ობლად დატოვეთ. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში რუსეთი თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად დადგა“, - განაცხადა კოვალიოვმა.

ცნობისთვის, თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics