19:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 12:34:47, 732 ნახვა

საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთის ტერიოტრიაზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეიკავონ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ,  თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

„თურქეთის ქალაქ სტამბოლში გუშინ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ  სტამბოლში და თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული.  ჩვენს თანამემამულეებთან  ხშირ კონტაქტს ვახორციელებთ. მოვუწოდებთ მათ ვინც თურქეთის ტერიტორიაზე არიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავი შეიკავონ. ასევე აღვნიშნავ, რომ სტამბოლში და საქართველოს საგარეო უწყებაში ცხელი ხაზი მოქმედებს. ამასთან, ცხელი ხაზი ანკარასა და ტრაპზონის  გენსაელჩოებში მოქმედებს“,-განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ თურქულ მხარეზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვში საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მისივე თქმით, გუშინდელი დღიდან მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ. (+90 541) 818 44 00.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics