03:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 15:05:17, 811 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გახდება ცნობილი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძე მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სიაში მოქმედი მინისტრები და დეპუტატები იყვნენ.

 „თითქმის დასრულებულია სამუშაო პროცესი მაჟორიტარულ სიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გვარებს, რომელიც გავრცელდა, სია ნამდვილად არ შემიძლია დაგიდასტუროთ. არის გარკვეული დამთხვევები, თუმცა, მთლიანობაში სია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში დაიგეგმება. იქ შეიტყობთ თითოეულ სახელსა და გვარს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics