05:45 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 20:17:00, 1041 ნახვა

რეგიონი
ამალი-დევდორაკის ხეობაში შექმნილი ვითარება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განიხილეს

ამალი-დევდორაკის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.

შეხვედრას, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის ეროვნულ სიტუაციურ ოთახში ჩატარდა, ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო.

პრემიერ–მინისტრმა სხდომის მონაწილეებისგან მოისმინა ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ, გაეცნო სტიქიის ადგილიდან მიღებულ ვიზუალურ მასალას და სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნებს. შეხვედრის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაობის გეგმა წარუდგინეს. გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის მონაწილეებს დაავალა სტიქიით გამოწვეული შედეგების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში აღმოფხვრა.

ამ მიზნით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics