00:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 22:53:13, 709 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძე: კანონიერი ქურდებისგან გაიცა ოპოზიციის წევრების ცემის დავალება

"ქართული ოცნების მხარდასაჭერად ოპოზიციის წევრებზე თავდასხმების დავალებებს ე.წ. კანონიერი ქურდები გასცემენ", -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი დავალებების გამცემი ცნობილი ქურდი შაქრო კალაშოვია, რომელიც დღესდღეობით ერევანში ცხოვრობს.

„აქ გაიცემა ასეთი ტიპის დავალებები, მაგალითად, არა ცენტრში, არა თბილისში, არა ლიდერებზე, მაგრამ რაიონებში რამდენიმე აქტივისტის დაჭრა მოხდეს. ეს იმისათვის, რომ შემდეგში ადვილი იყოს სხვების დაშინება ასეთივე ანგარიშსწორებით. მაგალითად, შაქრო კალაშოვი ერევანშია, მას შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან და იქ გადაჰყავთ მუდმივად ადამიანები, რომლებიც იღებენ ასეთი ტიპის დავალებებს და ამაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშუალოდ მინისტრი. კოორდინატორი კი კახა კალაძე გახლავთ,“ - განაცხადა გივი თარგამაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics