11:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 13:41:55, 630 ნახვა

საზოგადოება
თბილისის პარკებსა და ბაღებში გამწვანების სამუშაოები სრულდება

თბილისში პარკებისა და ბაღების გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 9 აპრილის ბაღში, ვაკის პარკში, დედა ენის ბაღსა და ვერის ბაღში სხვადასხვა ჯიშის, 40 მარადმწვანე  ხე ირგვება.   სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან, მერიისა და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

აქციის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფი“ 12 (სამმეტრიანი) ესპანურ სოჭს, 8  (ორმეტრიანი) ფორმირებულ ბზასა და 20 (ერთმეტრიანი)  უთხოვარას ჯიშის ხეს რგავს.

„თბილისის სკვერებსა და პარკებში სრულდება საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები. დღეს ვატარებთ მონიტორინგს, იმისათვის, რომ ვნახოთ, რა გაკეთდა.  მინდა აღვნიშნო,  რომ დედაქალაქის ყველა ძირითადი სკვერი და პარკი განახლებული და გამწვანებულია.  ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ მოწესრიგებული გარემო დასვენებისა და გართობისათვის“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნულ ტერიტორიებზე, პირველ ეტაპზე,  დაირგო ხეები და დეკორატიული ბუჩქები, მოეწყო საყვავილე თარგები, ახალი სარწყავი სისტემა და მწვანე გაზონი, დაიწყო შადრევნების რეაბილიტაცია.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, "თბილსერვის ჯგუფი"  "9 აპრილის სახელობის ბაღის", "დედა ენის ბაღის", "დიღმის ტყე-პარკის", "ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღის", "მზიურის პარკის", "რიყის პარკის", "თბილისის ზღვის პარკის", "ვაკის პარკის", "ვერის ბაღისა" და "ვეტერანთა ბაღის" მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისიდან ახორციელებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics