20:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 17:37:06, 770 ნახვა

პოლიტიკა
მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის და გიგა ბოკერიას შეხვედრაში უჩვეულო არაფერია

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკატერინე მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეხვედრაში უჩვეულო არაფერია.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები პრეზიდენტთან ძალიან ხშირად დადიან.

„ვისი ინიციატივით ინიშნება ასეთი შეხვედრები, ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი. ეს არ იყო პირველი, ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა, შესაბამისად, ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვერ ვხედავ. რაც შეეხება  იმას, თუ რა საკითხები განიხილებოდა, დღევანდელ შეხვედრაზე მე არ ვიყავი, შესაბამისად, ნამდვილად ვერ გეტყვით, რაზე იყო იქ საუბარი. ეს იყო დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, - განაცხადა მიშველაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტსა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics