|
2016-06-16 14:33:01, 720 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი- „ომი, რომ გათავდეს კიდეც, ჩემი იუბილე არ გათავდება!.."
მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის შარჟი ლადო გუდიაშვილის შესრულებით. ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება", 1917 წლის იანვარი, #8. ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 50 წლის იუბილე 1913 წელს შესრულდა, ხოლო სასცენო მოღვაწეობიდან 30 წელი - 1916 წელს. თეატრალური საზოგადოება გამოჩენილი მსახიობის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და მხატვარმა შარჟში ეს ორი თემა იუმორით დააკავშირა. 1863 წელს დაბადებულმა ელისაბედ ჩერქეზიშვილმა სასცენო მოღვაწეობა 1886 წელს ქართულ დრამატულ თეატრში დაიწყო, მანამდე, 1884 წლიდან, გამოდიოდა სოფლის სცენისმოყვარულთა წარმოდგენებში. თამაშობდა კომედიურ როლებს. მისი განსახიერებულია : სარა, ხანუმა (ა. ცაგარელის ,,ხანუმა"), ელისაბედი (რ. ერისთავის ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), ანა ანდრეევნა (გოგოლის ,,რევიზორი"). 20-იან წლებში მოღვაწეობა გააგრძელა რუსთაველის თეატრში, 1932 წლიდან კი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. შექმნილი აქვს როლები: ნუნუ (ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში"), ხორეშანი (შ. დადიანის ,,ჩატეხილი ხიდი"), მაკრინე (ლ. არდაზიანის ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"). 1921 წლიდან იღებენ კინოში. განსახიერებული აქვს: ხანუმა (,,ხანუმა"), მაკარის დედა („ქეთო და კოტე"), ექიმბაში („ვინ არის დამნაშავე"), არსენას დედა („არსენა ჯორჯიაშვილი"), მაგდანა („ორი მონადირე"). ლადო გუდიაშვილი 1914-1917 წლებში ჟურნალთან „თეატრი და ცხოვრება" თანამშრომლობდა.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)